ქიმიური ფორმულა – Ca [Co3]
სიმაგრე – 3
ფერი – გამჭირვალე, ყვითელი, სტაფილოსფერი, ოქროსფერი, ცისფერი, ვარდისფერი.
კალციტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალია, რომელიც სხვა მინერალებთან შედარებით რბილი, მყიფე და ადვილად მტვრევადია, ამიტომაც მას შემგროვებლების ქვას უწოდებენ, რადგანაც მისი უმეტესი ნაირსახეობის სამკაულში გამოყენება ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ლამაზი ფერებისა და საინტერესო ისტორიის გამო, კალციტით დამზადებულ სამკაულს მაინც ნახავთ.
კალციტი ხშირად გვხვდება ორგანულ მინერალებში, როგორიცაა ამონიტი და მარჯანი.
საბადოები
კალციტის ნახვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლიათ, მაგრამ ყველაზე დიდი საბადო მექსიკასა და ა.შ.შ-ში (კანზასი) მდებარეობს. ასევე მას მოიპოვებენ ოკლაჰომაში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ იორკში, ტენესიში, ტექსასსა და მისურის შტატებში. ისლანდია, აფრიკა, გერმანია და ჩეხეთიც კალციტის დიდი მომწოდებლები არიან.
თვისებები
როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, კალციტი აძლიერებს მფლობელის ენერგიას. როგორც ამბობენ, კალციტი დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კონცენტრირება და ყურადღების მოკრება სჭირდება. ამბობენ, რომ კარგია კრეატიულობისა და წარმოსახვის გასაძლიერებლად. მას ძველად სულიერ და ბრძენ ქვასაც ეძახდნენ.
სამკურნალო თვისებები
ძველად, ჩინეთში, კალციტის ფხვნილს სხვადასხვა მინარევებით, სიცხის დასაწევად იყნებდნენ. ზოგადად ლიტოთერაპევტები კალციტს გამოიყენებენ მომნელებელი სისტემების, ჰორმონალური დისბალანსისა და სტრესის დროს.
ფერები
გარდა საერთო ენერგეტიკისა, კალციტს აქვს სხვადასხვა ფერები, რომლებიც მიჩნევა, რომ დამატებით თვისებებს ატარებენ.
კალციტი აკვა
გამოიყენება მეხუთე ჩაკრაზე, მფლობელს ეხმარება კომუნიკაციის პრობლემებისას. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გატაცებულია ისტორიით და სწავლობს უძველეს კულტურებს, მაშინ ეს ქვა მისთვისაა.
ცისფერი კალციტი
ასევე ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან, ამბობენ, როომ ამშვიდებს გაბრაზებულ ადამიანს. ლიტოთერაპევტების თქმით აძლიერებს ძვლებს, ხსნის სხვადასხვა ორგანოების ანთებებსა და ტკივილებს, ასევე კარგია გაციებისას. მიიჩნევა, რომ ადამიანს უღვივებს სიმშვიდისა და ბალანსის გრძნობას, აძლიერებს სიხარულის აღქმას.
გამჭირვალე კალციტი
გამოიყენება მეშვიდე ჩაკრაზე. როგორც ამბობენ, კარგია სწორი ძილისთვის, მედიტაციისა და ვიზუალიზაციის გასაძლიერებლად. ეზოთერიკოსების თქმით, გამჭირვალე კალციტი კარგად მოქმედებს მორცხვ და ზარმაც ადამიანზებზე.
კობალტოანი კალციტი
გამოიყენება მეოთხე ჩაკრაზე (ანაჰატა). როგორც ამბობენ, ცხოვრებაში მოაქვს ნაზი ემოციები, სიმშვიდე, ჰარმონია და ერთგულება.
კალციტი ზურმუხტის
ასოცირდება მესამე და მეოთხე ჩაკრასთან. ამბობენ, რომ ამაღლებს თვითშეფასებას და საკუთარი თავის სყვარულს. კარგია დამიწებისა და დაცისთვის. მიიჩნევენ, რომ გარშემო მყოფ ნეგატიურ ენერგიას არ მისცემს საშუალებას მფლობელამდე მოაღწიოს.
კალციტი ოქროსფერი
გამოიყენება მეორე და მესამე ჩაკრაზე. აძლიერებს თვითდაჯერებულობას. ადამიანს ეხმარება თავის წარმოჩენაში, რათა სხვებმა მისი სრული პოტენციალი დაინახონ. ლიტოთერაპევტების მტკიცებით ხსნის მომნელებელი სისტემების პრობლემებს. ამბობენ, რომ ცხოვრებაში შემოიტანს სიხარულს, ფინანსებსა და შესაძლებლობებს.
კალციტი მწვანე
გამოიყენება მეოთხე ჩაკრაზე. როგორც ამბობენ, ეს ქვა მფლობელს აახლოვებს ბუნებასთან, მოაქვს მის ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია. ფერისადა გამო სხვადასხვა კულტურებში მწვანე კალციტს, იღბლის მომტან ქვადაც იყენებდნენ. ხშირად, ეზოთერიკოსები მწვანე კალციტს ზედმეტად ეჭვიანი და შურიანი ადამიანებისთვის იყენებენ.
კალციტი თაფლის/ყვითელი
გამოიყენება მეორე და მსამე ჩაკრაზე. როგორც ამბობენ, ადამიანის ორგანიზმში შემოაქვს მზის ენერგია, გააღვიძებს თბილ და რბილ გრძნობებს. კარგია მდიტაციისთვის.
მარიპოსა კალციტი
მარიპოსა ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი კალციტის ნაირსახეობაა. გამოიყენება მეორე ჩაკრაზე. ამბობენ, რომ კარგია კრეატიულობისა და წარმოსახვის უნარის გასაძლიერებლად. ადამიანის ცხოვრებაში შემოაქვს სიხარული და სიყვარული.
სტაფილოსფერი კალციტი
გამოიყენება მეორე ჩაკრაზე, მიიჩნევა, რომ წმენდს ფიზიკურ სხეულს და ადამიანს ეხმარება დეპრესიის გადატანაში. ლიტოთერაპევტები ხშირად იყენებენ სტაფილოსფერ კალციტს შიშებსა და ფობიების დასაძლევად.
ვარდისფერი კალციტი
გამოიყენება მეოთხე ჩაკრაზე. არბილებს და ამშვიდებს ფეთქებად ხასიათს. აძლიერებს მადლიერების გრძნობას. მფლობელს ეხმარება ბავშვობის ტრავმის გადატანაში.
წითელი კალციტი
გამოიყენება პირველ ჩაკრაზე. ლიტოთერაპევტების თქმით, კარგია სისხლის გასაწმენდად და ორგანოების დეტოქსიკაციისთვის. მფლობელში აძლიერებს ცეცხლის ელემენტს.