ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – ყველა ფერი, ხაზებით და ლაქებით.
სიტყვა იასპი „jasper“ მოდის ბერძნულიდან და „ლაქებიანს“ ნიშნავს. ეს მინერალი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის. იასპს უმეტესად ქალცედონად მიიჩნევენ, მაგრამ მეცნიერების ნაწილი ამ ქვას ცალკე „იასპის“ ოჯახად თვლის, მისი განსაკუთრებული სტრუქტურის გამო. ხშირად ნახავთ აქატთან და ოპალთან ერთად ჩამოყალიბებულ იასპს.
„იასპისი საქართველოში ბევრ ადგილასაა დაფიქსირებული. გელავერის წითელი ფერის იასპისის გამოვლინება გვხვდება წყალტუბოს რაიონში, ბოლნისის რაიონში – ხაჩინის გამოვლინება, ჯაფარღელეს და კიროვისის გამოვლინებები დმანისის რაიონში, წითელი და მოყვითალო ფერის. იასპისი ცაგერის რაიონში (ღვედის გამოვლინება) და დმანისის რაიონში (იაკუბლოს გამოვლინება), კასპის რაიონში (თეძამის გამოვლინება), ნარინჯისფერი იასპის ლოპანის გამოვლინება (ყორნისის რაიონი), მერისის გამოვლინება (ქედის რაიონი, აჭარა), მწვანე-მოლურჯო ფერის ეზათის გამოვლინება (კასპის რაიონი) და ფერსას გამოვლინება (ახალციხის რაიონი), მწვანე ფერის წესის გამოვლინება (ამბროლაურის რაიონი). გარდა აღნიშნულისა, იასპისის დიდი ლოდები და ნატეხები გვხვდება დარილაის ხეობაში, დევდორაკის გამოვლინების მიდამოებშიც.“ – conference.sens-214.tsu.ge
საბადოები
იასპის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, მადაგასკარი, მექსიკა, რუსეთი, ურუგვაი, საქართველო, ვენესუელა და აშშ.
თვისებები
ლიტოთერაპევტების თქმით, იასპი კომფორტის, ენერგიის, თვითშეფასების და ნებისყოფის ქვაა. ოდითგანვე იასპს იყენებდნენ როგორც ძლიერ დამცავს და მიაჩნდათ, რომ მას მფლობელის ცხოვრებაში სილამაზე, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ იასპს ენერგიის ქვას ვეძახით, ის ჰარმონიის ქვაცაა, რადგანაც ადამიანს ეხმარება შინაგანი ენერგია კრეატიულობაზე, შექმნასა და დადებით საქმეებზე დახარჯოს.
გარდა საერთო ენერგეტიკისა, იასპს აქვს ბევრი ფერი და ნაირსახეობები, რომლებიც ეზოთერიკოსების თქმით დამატებით თვისებებს ატარებენ.
წითელი იასპი
მიიჩნევა, რომ წითელი იასპი ადამიანში დაგროვილ უარყოფით ენერგიას აშორებს. ძველად მიაჩნდათ, რომ ეს ქვა ადამიანს დაიცავდა ყველანაირი ბოროტისგან და თვალისგან. წითელი იასპი ადამიანში თვითშეფასების უნარს, სიმამაცესა და ბრძოლისუნარიანობას აძლიერებს. ეზოთერიკოსების თქმით, წითელი იასპის ტარების შემთხვევაში ადამიანს მოეხსნება დაღლილობა და აუმაღლდება ტონუსი. როგორც ამბობენ, წითელი იასპის ტარება კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც ცოდნის მიღებისკენ ისწრაფის. ლიტოთერაპევტების თქმით ის ასტიმულირებს გულის მუშაობასადა სისხლის მიმოქცევას.
მწვანე იასპი
ძველად მწვანე იასპს უძილობისგან შეწუხებული ადამიანები ატარებდნენ. ასევე ურჩევდნენ იმათ, ვინც სხვა ადამიანებს ადვილად ეჩვეოდნენ. ლიტოთერაპევტები ამბობენ,რომ მწვანე იასპი ბავშვების ძილის მოსაწესრიგებლად შესანიშნავი ქვაა. თუ ადამიანს აქვს რაიმე სახის მიდრეკილებები ეს ქვა მათ მოშორებაში დაეხმარება.
ბრექჩია იასპი
ბრექჩია იასპს წითელის მსგავსი დატვირთვა აქვს, ოდნავი განსხვავებით. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ის ადამიანს სექსუალური აგრესიის დაძლევაში ეხმარება. მიიჩნევა, რომ ბრექჩია იასპი სიზმრების მარტივად გახსენებაში შეუწყობს მფლობელს ხელს. მკურნალების თქმით, ის ადამიანს დაეხმარება მარტივად გამოჯანმრთელდეს და ზოგადად შეინარჩუნოს სტაბილური ჯანმრთელობა. მიიჩნევენ, რომ ბრექჩია იასპი ასევე კარგი დამამიწებელი ქვაა, თუ ადამიანს აქვს რაიმე სახის დავალება დასასრულებელი, ის მშვიდად დაჯდომასა და კონცენტრირებაში დაეხმარება მას.
სისხლიანი იასპი – ჰელიოტროპი
ანტიკურ სამყაროში ჰელიოტროპი მიიჩნეოდა დედამიწისა და სიცოცხლის ქვად, მას ხშირად მზის ქვასაც ეძახდნენ, მოგვიანებით ქრისტეს ქვას. ქრისტიანულ რელიგიას ჰელიოტროპის გამოყენების დიდი ისტორია აქვს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრად ძვირფასი ქვა, რომელიც არაერთხელაა ნახსენები წმინდა წერილებში. ამიტომაც ჰელიოტროპზე, ვრცლად ცალკე სტატიაში ვსაუბრობთ. (გადადით ლინკზე – ჰელიოტროპი)
სამეფო იასპი
როგორც ამბობენ სამეფო იასპი ადამიანს ეხმარება გადალახოს სხვადასხვა ტიპის შიშები და იცავს მას ნეგატივისგან. კარგი ქვაა ახალი საქმის წამოსაწყებად. ეზოთერიკოსების თქმით, თუ ხართ კრეატიული ადამიანი ის თქვეს ცხოვრებაში ახალ, საინტერესო იდეებს მოიტანს.
ლეოპარდის იასპი
ითვლება, რომ ეს ქვა მფლობელს გაუძლიერებს საკუთარი თავის აღქმის უნარს. ცხოვრებაში მოიტანს სწორ ენერგეტიკას, რომელიც წინსვლაში დაეხმარება მის მფლობელს.
ფოტოსებრი – ქვიშის იასპი
ქვიშის იასპზე ძველად ამბობდნენ, რომ მისი მეშვეობით დედამიწა მის შვილებს, ადამიანებს ესაუბრებოდა. ითვლება, რომ შესანიშნავი ქვაა კრეატიული ადამიანებისთვის. აძლიერებს თვითშეფასებას. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანი ახალი ბიზნესის დაწყებას აპირებს ეს ქვა საქმის წარმატებამდე მიყვანაში დაეხმარება მას.
მუკაიტი
ეს ნაირსახეობა ეზოთერიკოსების წრეში ცნობილია მისი ძლიერი სამკურნალო თვისებებითა და დედამიწასთან კავშირით. ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ულამაზეს მუკაიტს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა და სიხარულის მოტანა შეუძლია.
ოკეანის იასპი
მას ასევე ზღვის იასპს და ატლანტების ქვას ეძახიან. ოკეანის იასპის წრეებს ძველად აღიქვამდნენ როგორც სიცოცხლის განგრძობადობას. მიიჩნევა, რომ ოკეანის იასპი ატარებს ნაზ ენერგია და თუ ადამიანი ამ ქვას დიდი ხნის განმავლობაში ატარებს , ის საკუთარი თავისა და სხვების სიყვარულს გააღვივებს.
ბამბელბი იასპი
ეზოთერიკოსების თქმით, ეს ქვა მფლობელს ცვლილებების აღქმასა და გაცნობიერებაში დაეხმარება. გააძლიერებს თვითშეფასებას და მფლობელს საშუალებას მისცემს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, ემოციების გარეშე მიიღოს. ლიტოთერაპევტები ბამბელბი იასპს ნერვული და ცირკულარული სისტემისთვის, ასევე ალერგიისა და გულის პრობლემების დროს იყენებენ.
ზებრა იასპი
მიიჩნევა, რომ ეს ქვა მფლობელს შეცდომებისსგან და ცრუ ადამიანებისგან დაიცავს. კარგია ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ეზოთერიკოსების თქმით, ზებრა იასპი სიტუაციასთან მარტივად ადაპტაციაში შეუწყობს მფლობელს ხელს. ის გამოიყენება ენერგიის მოსამატებლად.
ხავსიანი იასპი
მას გონების ქვასაც ეძახიან. როგორც ლიტოთერაპევტები ამბობენ, აქვს ძლიერი გავლენა ტვინზე. ხავსიანი იასპი მეპატრონეს, შინაგანისა და გარეგანის გაუმჯობესებაში ეხმარება.
დალმატინელი იასპი
მიიჩნევა, რომ დალმატინელი იასპი დამცავი, სამკურნალო და გამაძლიერებელი ქვაა. მას მფლობელის ცხოვრებაში სიხარული შემოაქვს, გადამეტებულ სკეპტიკურობასა და კრიტიკულობას უქრობს. ეზოთერიკოსების თქმით აძლიერებს ოჯახის ურთიერთობას და ხელს უწყობს დიდხნიან მეგობრობას.
კამბაბა იასპი
კამბაბა იასპის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და ლამაზი ვარიაციაა. მიიჩნევა, რომ შესანიშნავი ქვაა ცხოვრებაში სიმშვიდისა და ჰარმონიის მოსატანად. აძლიერებს იმ ადამიანებს, ვისაც ცხოვრებაში დიდი ტკივილი აქვთ გადატანილი, მოაქვს წონასწორობას და დაცვას.
პიკასო იასპი
პიკასოს იასპი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის: ყვითელი, მწვანე, შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი და ა.შ. ეზოთერიკოსების თქმით, ეს ქვა გვახსენებს, რომ უნდა გვიყვარდეს და გვიხაროდეს სიცოცხლე, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ პიკასოს იასპს მოაქვს სიხარული და სითბო ადამიანის ცხოვრებაში. როგორც ლიტოთერაპევტები ამბობენ, კარგია თვალების პრობლემებისას.
კივი იასპი
კივი იასპს მეორენაირად სესამესაც ეძახიან. მიიჩნევა, რომ ექიმებისთვის ძალიან კარგი ქვაა, ის მათ საქმეზე კონცენტრაციაში ეხმარება. ეზოთერიკოსების თქმით, კივი იასპი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს, ცხოვრებაში სიყვარულისა და ნაზი გრძობების მოსაზიდად.
ნორინა იასპი
თანამედროვე ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ნორინა იასპს მფლობელისთვის შეუძლია სტაბილურობისა და სიმშვიდის მოტანა. ტრადიციულად ნორინა იასპს იყენებდნენ შემართებისა და ნებისყოფის გასაძლიერებლად.
ბამბუკის იასპი
პრაქტიკოსები ბამბუკის იასპს იყენებენ ორგანიზმის დასასტაბილურებლად, სხვადასხვა ტკივილებისა და დისკომფორტის მოსაშორებლად. მიიჩნევა რომ ბამბუკის იასპი არის ფუძის ჩაკრის ქვა, შესაბამისად ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს სიმშვიდე, სტაბილურობა და წონასწორობა.
ყვითელი იასპი
ამ ქვას ბაზარზე იცნობენ ყვითელი ფირუზის სახელით, რაც დიდი შეცდომაა, რადგანაც ყვითელ იასპს ფირუზთან საერთო არ აქვს. ყვითელი იასპს ხშირად ახასიათებს ჰემატიტის და სერპანტინიტის ჩანართები. ეზოთერიკულ სამყაროში ყვითელ იასპს ენერგიის, შემართების, პოზიტივისა და მიზანმიმართულების ქვად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ყვითელ იასპს ადამიანის კრეატიული და სენსიტიური მხარის გაღვიძება შეუძლია. ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან.
რკინის იასპი
რკინის იასპი ქვია იასპის სახეობას რომელსაც ბუნებრივად აქვს შერეული ჰემატიტის ჩანართები. მიიჩნევა, რომ რკინის იასპი ერთერთი უძლიერესი ფუძის ჩაკრის ქვაა, რადგანაც ის თავის თავში ორ მინერალს აერთიანებს, აქედან გამომდინარე, პრაქტიკოსები ამბობენ, რომ რკინის იასპის დახმარებით ადამიანს შეუძლია აიმაღლოს ფიზიკური გამძლეობა, ნებისყოფა, მოტივაცია, შემართება და ბრძოლისუნარიანობა.
რიოლიტი
რიოლიტთან სიტყვა ბალანსი, რეგენერაცია და შესაძლებლობა ასოცირდება. ამბობენ, რომ რიოლიტი მფლობელს ეხმარება შეიცნოს საკუთარი თავი და მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობები. რიოლიტი იმდენად საინტერესო ისტორიისა და თვისებების მქონე ქვაა, რომ მას ცალკე, დამოუკიდებელ სტატიაში განვიხილავთ. (გადადით ლინკზე – რიოლიტი )
უნაკიტი
როგორც ამბობენ, უნაკიტი ჯანმრთელი ძილის ხელშემწყობი და სტრესისგან დამცავი ქვაა, ის არის შესანიშნავი დამაბალანსებელი საშუალება, მისი გამორჩეული ვიზუალისა და თვისებების გამო ვრცლად, ცალკე სტატიაში ვსაუბრობ. (გადადით ლინკზე – უნაკიტი)