გამარჯოობა მეგობრებო. დიდი ხანია რაც სტატია არ გამომიქვეყნებია, შესაბამისი თემის წამოჭრას ველოდებოდი და აი ისიც: ხელოვნური, დაფერილი ქვები და იმიტაციები.
დავიწყოთ დაფერვით
გაგიკვირდებათ, და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაფერვადი ქვა აქატი გახლავთ! დიახ, მსოფლიოში ყველაზე მრავალფერი ქვა, ყველაზე ხშირად ხდება დაფერვის მსხვერპლი. მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ იღებება კონკრეტულად უფერული ან ნაცრისფერი ტონალობის აქატები. როდესაც სუსტი ფერის აქატს მოიპოვებენ, კრისტალის ან დრუსის სახით მას სხვადასხვა ფერს ანიჭებენ, ან უბრალოდ აღვივებენ მის ბუნებრივ ტონალობას. ეზოთერიკოსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვის დაფერვა მის თვისებებზე გავლენას არ ახდენს.
ასევე ხშირი დაფერვის მსხვერპლი გახლავთ ჰოვლიტი, მისი თეთრი ფერისა და დამახასიათებელი ნაცრისფერი მატრიცის დამსახურებით, ცისფრად ან ლურჯად შეღებილი ჰოვლიტი ემსგავსება ფირუზს და ბაზარზეც ფირუზის სახელით იყიდება. ხშირად შემხვედრია მარჯანის იმიტაცია – წითლად გადაღებილი ჰოვლიტი.
რადგანაც მარჯანი ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ მისი წითელი სახეობა საკმაოდ იშვიათი და ძვირია, ამიტომაც, ბაზარზე წითელი მარჯანის უმეტესობა ტონირებული – თეთრი მარჯანია. იხილეთ სრული სტატია მარჯანზე.
როდესაც ხელოვნურ დაფერვაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტოპაზის ქვა. მიუხედავად პოპულარობისა, ცისფერი ტოპაზი ხშირად ხელოვნურად იფერება, რათა მიიღოს უფრო ღრმა ლურჯი ფერი. მაგალითად, London blue, Swiss blue და Sky blue (ყველაზე პოპულარული ცისფერი ტოპაზები) დაფერილი გახლავთ. ნატურალური ტოპაზის ფერი შედარებით ღია და ნაზია. იხილეთ სრული სტატია ტოპაზზე.
თერმული დამუშავება
ვისაც ციტრინის ქვასთან გქონიათ შეხება, ეს ამბავი გაგონილი გექნებათ. ამეთვისტოს თერმულად დამუშავება იწვევს მის გაოქროსფერება-გაყავისფრებას რითიც ის ციტრინს ემსგავსება. ციტრინი ამეთვისტოსთან შედარებით იშვიათი და რთულად მოსაპოვებელი ქვაა, შესაბამისად ამეთვისტოს “შეწვა” და შემდეგ ციტრინად გაყიდვა, საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა.
სინთეტიკური იმიტაციები
განვაგრძოთ საუბარი იმიტაციების შესახებ. მოგეხსენებათ, ძვირიან და პოპულარულ ქვებს ხშირად აყალბებენ. ქმნიან სინთეტიკურ, ხელოვნურ ასლს, რომელიც ორიგინალ ქვას ფერითა და სტრუქტურით ძალიან გავს. ეზოთერიკოსების აზრით ასეთ ქვებს ენერგეტიკა არ გააჩნიათ.
მსგავსი სინთეტიკური ასლები აქვთ ფირუზს, ალმასს, ნეფრიტს, ალექსანდრიტს, ოპალს და ა.შ.
ბაზარზე განსაკუთრებული სიუხვით ჭარბობს მალაქიტის სინთეტიკური იმიტაცია, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და დამწყებებს ხშირად ერევათ ნატურალურ ქვაში. მალაქიტის გარჩევაზე დამოუკიდებელი სტატია გვაქვს, თუ მის შეძენას ახლო მომავალში გეგმავთ, აუცილებლად გაეცანით ამ ინფორმაციას.
იხილეთ ლინკზე – როგორ ამოვიცნოთ ნატურალური მალაქიტი.
დაპრესილი ქვები
სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგიერთი ნატურალური ქვის მოპოვება უფრო ნაკლებ დროსთან და წვალებასთანაა დაკავშირებული ვიდრე მისი დაპრესვა, ამიტომაც ეს მეთოდი არც ისეთი გავრცელებულია როგორც ხალხს გონია. დაპრესვის მეთოდს უმეტესად გაუმჭირვალე და შედარებით დაბალი ხარისხის ქვებზე იყენებენ, მაგალითად ლაზურიტი, იასპი, ჟადეიტი და ა.შ. თუ ვინმე გკითხავთ მთის ბროლი დაპრესილია თუ არაო? ესეიგი მინერალებში არაფერი გაეგება, იმიტომ, რომ გამჭირვალე ქვის შეწებება და დაპრესვა პრაქტილკუკლად შეუძლებელია.
დაპრესილი ქვის თვისებების საკითხი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა და ეზოთერიკოსები ვერ თანხმდებიან, აქვს თუ არა საერთოდ დაპრესილ ქვას რაიმე სახის დატვირთვა.
ხელოვნური ქვები
რა განსხვავებაა იმიტაციასა და ხელოვნურ ქვებს შორის? დიდი არც არაფერი, უბრალოდ როდესაც ხელოვნურ ქვებს ქმნიდნენ, ამას არა რომელიმე კონკრეტუი მინერალის გაყალბების მიზნით, არამედ უბრალოდ სილამაზისთვის აკეთებდნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფრის არევა და აბურდვა გვიყვარს და აქედან მოდის უამრავი გაუგებრობა სხვადასხვა მინერალების შესახებ.
დავიწყოთ ყველაზე პოპულარული თემით, რომლის დასამტკიცებლდ დღემდე მიწევს ბრძოლა. დიახ, გამოიცანით ოპალიტი და მთვარის ქვა. მთვარის ქვა შეიძლება იყოს ლურჯი, ცისარტყელა, მომწვანო, ნაცრისფერი, აბრეშუმის და ა.შ. და რა შუაშია აქ ოპალიტი? და არც არაფერში! ოპალიტი არის სილამაზისთვის შექმნილი დაორთქლილი მინა, რომელიც არანაირ! ააააარააანააიიირრ დატვირთვას არ ატარებს. მაგრამ მას ხშირად ყიდიან როგორც ნატურალურ მთვარის ქვას. სამომავლოდ რომ არ მოტყუვდეთ გადადით მთვარის ქვის ნატურალურობის გარჩევის ვრცელ სტატიაზე.
იხილეთ ლინკზე – როგორ ამოვიცნოთ ნატურალური მთვარის ქვა – ოპალიტი.
ოპალიტი – შუშა ნატურალური მთვარის ქვა
მოდით განვაგრძოთ ხელოვნურ ქვებზე საუბარი ასევე გავრცელებული შეცდომით – ვარდისფერი და ჩერი კვარცი. დიახ ისინი გვანან ერთმანეთს რაღაცით მაგრამ ჩერი კვრცი არის ფერადი შუშა და ეზოთერიკოსების თქმით ასევე არ გააჩნია დატვირთვა. ამ თემაზე ბევრი სალაპარაკო არც არის, უბრალოდ თუ მოგწონთ ჩერი კვარცი, რატომაც არა, მაგრამ ნუ დააბრალებთ მას ვარდისფერ კვარცობას.
ჩერი კვარცი – შუშა ნატურალური ვარდისფერი კვარცი
შემდეგი ჩვენს სიაში მოხვდა სიყვარულის ქვა, რომელსაც ძალიან ხშირად ავანტურინში ურევენ და ასევე მიაჩნიათ რომ ის ბუნებამ შექმნა. იმედი უნდა გაგიცრუოთ. არა, სიყვარულის ქვა ბუნებას არ შეუქმნია, სიყვარულის ქვა, იგივე goldstone და sandstone არის ხელოვნურად შექმნილი, დეკორატიული შუშა. ერთს გეტყვით, ავანტურინი და სიყვარულის ქვა ერთიდაიგივე არ არის, უბრალოდ ბრჭყვიალის გამო ხშირად ურევენ მათ ერთმანეთში. შეიძინეთ სიყვარულის ქვა, როგორც სიყვარულის ქვა (სილამაზისთვის) და ავანტურინი როგორც ავანტურინი.
იხილეთ ვრცელი სტატია ამ ორი ქვის ერთმანეთისგან გარჩევის შესახებ.
სიყვარულის ქვა – შუშა ნატურალური ავანტურინი
არის კიდევ რამდენიმე ქვა რომელიც ხშირად ექცევა განხილვის ქვეშ, დაპრესილი, დაუპრესავი, შეღებილი, შეუღებავი, საქმე იმაშია, რომ თუ გამყიდველს ენდობით რომელიც არ მოგატყუებთ ქვასთან დაკავშირებით და შეეცდება ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამა თუ იმ მინერალის შესახებ, წესით პრობლემა არ შეგექმნებათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ელემენტარული განმასხვავებელი ნიშნების შესახებ არაფერი იცოდეთ. მოკლედ წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას, შემეცნებით და სასრგებლო შოპინგს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ გამომეხმაურებით ლაიკის ან კომენტარის სახით, კიდევ უფრო გამიხარდება და შევეცდები მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ სხვადასხვა საჭირო თემებზე.
სიყვარულით კელისგან <3