ქვები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

გამარჯობა მეგობრებო, იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ყოველ დღე, დღეში მინიმუმ 5 ადამიანი მეკითხება თუ რომელია მათი ზოდიაქოს შესაფერისი ქვა, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სია სადაც თავმოყრილია ქვები, რომლებიც წლებისა და საუკუნეების გამოცდილების მიხედვით ითვლება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის თვისებების მატარებლად. მანამ სანამ სიაზე გადახვალთ გეტყვით, რომ ქვების არჩევა არც ისე მარტივი საკითხია, არსებობს საკმაოდ ბევრი მეთოდი თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენი ქვა. ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ქვა არ არის ზოდიაქოებზე განაწილებული, არსებობენ უნივერსალური ქვებიც, რომელთა ტარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განურჩევლად ასაკისა და ზოდიაქოს ნიშნისა.

გეტყვით იმასაც, რომ სხვადასხვა კულტურებისა და ტრადიციების მიხედვით არსებობს ზოდიაქოს ქვების რამდენიმე სია, უმეტესად ამ სიებს შორის დიდი განსხვავებებია ხოლმე, რაც საკმაოდ აბნევს მყიდველს ან უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს.

დღეს განვიხილავთ შეჯამებულ, თანამედროვე სიას, რომელიც მოიცავს ტრადიციული სიის ელემენტებს, ამიტომაც ყოველ ზოდიაქოს ნიშანს აქვს რამდენიმე ქვა. ახლო მომავალში გამოვაქვეყნებ სტატიას, სადაც განხილული იქნება სხვა კულტურების სიებიც, მაგრამ ამჟამად, თანამედროვე სია ყველაზე სწორ და გამართულ ვარიანტად ითვლება.

გაფრთხილება

სანამ აარჩევვდეთ ქვას უმჯობესია ელემენტარული წარმოდგენა მაინც შეიქმნათ ამ მინერალის თვისებების შესახებ.

პირველ რიგში გაჩვენებთ ზოდიაქოს ნიშნებს დაბადების თარიღის მიხედვით:

  • ვერძი – მარტი 21 – აპრილი 19.
  • კურო – აპრილი 20 – მაისი 20
  • ტყუპები – მაისი 21 – ივნისი 20
  • კირჩხიბი – ივნისი 21 – ივლისი 22
  • ლომი – ივლისი 23 – აგვისტო 22
  • ქალწული – აგვისტო 23 – სექტემბერი 22
  • სასწორი – სექტემბერი 23 – ოქტომბერი 22
  • მორიელი – ოქტომბერი 23 – ნოემბერი 21
  • მშვილდოსანი – ნოემბერი 22 – დეკემბერი 21
  • თხის რქა – დეკემბერი 22 – იანვარი 19
  • მერწყლი – იანვარი 20 – თებერვალი 18
  • თევზები – თებერვალი 19 – მარტი 20

ახლა კი გთავაზობთ ქვების სიას:

ვერძი

ჰელიოტროპი, ციტრინი, ტურმალინი, სარდიონი, მთის ბროლი, ლაზურიტი, იასპი, აქატი, ამეთვისტო, ძოწი, აკვამარინი, ავანტურინი, ფლუორიტი.

კურო

აქატი, სარდიონი, როდონიტი, ვარდისფერი კვარცი, სელენიტი, მთვარის ქვა, თმიანი/რუტილირებული კვარცი, ფირუზი, მალაქიტი, ზურმუხტი, ძოწი, ავანტურინი, ქარვა.

ტყუპები

აქატი, აკვამარინი, ციტრინი, ტანზანიტი, მთვარის ქვა, მარგალიტი, ვეფხვის თვალი, ამეთვისტო, ტოპაზი, სარდიონი, აპატიტი, ქრიზოპრაზი, რიოლიტი, ჰოვლიტი.

კირჩხიბი

კალციტი, სარდიონი, მთვარის ქვა, როდონიტი, ვარდისფერი კვარცი, ავანტურინი, სელენიტი, ქრიზოლიტი, ოპალი, ამონიტი, ჰოვლიტი, ზურმუხტი.

ლომი

ქარვა, სარდიონი, ციტრინი, ძოწი, ტოპაზი, ლაბრადორიტი, ლარიმარი, ონიქსი, თმიანი კვარცი, მთის ბროლი, ცირკონი, იასპი, ავანტურინი,ქრიზოლიტი, მარგალიტი.

ქალწული

ამაზონიტი, ტოპაზი, ძოწი, აქატი, ქრიზოლიტი, ლაზურიტი, აპატიტი, მთის ბროლი, იასპი, მალაქიტი, ამაზონიტი, ავანტურინი, ჰოვლიტი, იოლიტი.

სასწორი

ჰელიოტროპი, ქრიზოპრაზი, ციტრინი, ობსიდიან, მთვარის ქვა, პრენიტი, მარგალიტი, ტანზანიტი, კვამლიანი კვარცი, აკვამარინი ოპალი, მთის ბროლი, აქატი, ნეფრიტი, ლაზურიტი, კიანიტი, ავანტურინი.

მორიელი

ჩაროიტი, ტოპაზი, ლაბრადორიტი, მალაქიტი, ჟადეიტი, მთვარის ქვა, ქრიზოლიტი, კვამლიანი კვარცი, ფირუზი, ობსიდიანი, ამაზონიტი, ოპალი, ჰემატიტი, აკვამარინი, სოდალიტი, ტურმალინი, კუნციტი უნაკიტი.

მშვილდოსანი

ამეთვისტო, აზურიტი, ლაზურიტი, ობსიდიანი, კვამლიანი კვარცი, ტოპაზი, ჩაროიტი, იოლიტი, ლაბრადორიტი, აპატიტი, ქრიზოლიტი, სოდალიტი, ფირუზი, რიოლიტი, ლალი.

თხის რქა

შავი ტურმალინი, აზურიტი, აქატი, ქრიზოპრაზი, ძოწი, ფლურიტი, იასპი, მალაქიტი, კვამლიანი კვარცი, ვეფხვის თვალი, ონიქსი, ლაზურიტი.

მერწყული

ქარვა, ციტრინი, ამეთვისტო, ობსიდიანი, ძოწი, ჰემატიტი, იასპი, ჩაროიტი, ნეფრიტი, ლაბრადორიტი, ფირუზი, პირიტი, აკვამარინი, რიოლიტი, ციკონი, ქრიზოპრაზი.

თევზები

ამეთვისტო, აკვამრინი, ჰელიოტროპი, აქატი, მარგალიტი, ფლურიტი, იასპი, ლაზურიტი, გიშერი, ჰოვლიტი, უნაკიტი, ფირუზი, ვარდისფერი კვარცი.

გაითვალისწინეთ!

ეს არ არის სრული სია, თუ რაიმე ქვა კარგად გაქვთ გამოცდილი აუცილებლად მიაწერეთ კომენტარებში. ასტროლოგებიც და ეზოთერიკოსებიც მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ჯერ გაეცნოთ ქვების თვისებებს, ან შეიდგინოთ პირადი რუკა, ან იხელმძღვანელოთ თქვენი პირადი გრძნობებით! ანუ „ქვამ უნდა დაგიძახოთ“.

როგორ გამოვიყენოთ ზოდიაქოს ქვები?

მიიჩნევა, რომ ადამიანს თამამად შეუძლია შეიძინოს და ატაროს ის ქვები, რომელიც სიაში საერთოდ არ აქვთ მოცემული, იმ შემთხვევაში თუ ის ინტერესს გამოიწვევს და ადამიანი მასთან სიახლოვეს იგრძნობთ. მაგალითად მე, ხშირად ვატარებ ჰოვლიტს, ქვას, რომელიც არცერთ ზოდიაქოს ნიშანში არ არის მითითებული, ჰოვლიტი უნივერსალურ ქვად მიიჩნევა. ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ სამკაულის ტარება, ნებისმიერი ქვის ნატეხი, ან გაპრიალებული მინერალი შეგიძლიათ მოათავსოთ საფულეში ან ჯიბეში.

ეზოთერიკოსების თქმით, თუ ქვის საჩუქრად არჩევა გსურთ, უმჯობესია იცოდეთ, რა აკლია იმ ადამიანს ცხოვრებაში და შეარჩიოთ ისეთი ქვა, რომელიც ამ ნაკლოვანების ან დეფიციტის აღდგენაში დაეხმარება.

მოკლედ აი ამის თქმა მსურდა. იმედი მაქვს გაითვალისწინებთ რჩევებს და ბრმად არ აარჩევთ ქვებს. უმჯობესია მიმართოთ პროფესიონალებს, ან კიდევ უკეთესი! ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და გრძნობებს, ისინი არასოდეს გიღალატებენ.

სიყვარულით კელისგან